LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპის თვალისმომჭრელი კაბები პირველ ოფიციალურ ვიზიტზე (ფოტო)

19 მაისს დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად საუდის არაბეთს ესტუმრა.  პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დონალდ და მელანია ტრამპებს ისრაელში, პალესტინაში, იტალიასა და ბელგიაში ელოდებიან. მოგზაურობის პირველი ეტაპი საუდის არაბეთში უკვე დასრულებულია, სადაც პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ შეხვედრები გამართეს. მედია კი უკვე საუბრობს მელანია ტრამპის თვალისმომჭრელ კაბებზე, რომელიც მას პირველი ვიზიტისას ეცვა.

ვიზიტის პირველ დღეს მელანია სტელა მაკარტნის შავ კომბინეზონში გამოჩნდა აეროპორტში. ელეგანტურ ლუქს ოქროსფერი ყელსაბამი და დიდი ქამარი ამშვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ მელანიამ უარი თქვა თავსაბურავის გაკეთებაზე, როგორც ამას ქვეყნის ტრადიცია მიოთხოვდა, აღმოსავლურმა მედიამ ამერიკის პირველი ლედის სტილს მაინც დადებითი შეფასება მისცა.

საუდის არაბეთის მეფესთან, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდისთან გამართულ ვახშამზე მელანია ტრამპი “რიმ  აკრას” ულამაზეს იასამნისფერ კაბაში ბრწყინავდა, რომელიც ბრილიანტის კოლიესთან იყო შეხამებული.

შედარებით უფრო მოკრძალებული იყო ამერიკის პირველი ლედის სტილი ამერიკულ ინტერნაციონალურ სკოლაში ვიზიტისას, სადაც მელანია “რალფ ლაურენის”  პასტელურ კაბაში მივიდა. რაც შეეხება დონალდ და მელანია ტრამპების ვიზიტს ექსტრემალური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში, აქ პირველმა ლედიმ კლასიკური თეთრი პიკაჯი და შარვალი მოირგო, რომლის ავტორიც “დოლჩე & გაბანას” მოდის სახლია.