გადაცემას ”რადიო დუეტი” შმაგი მეძმარიაშვილი ესტუმრა.
შენი ერთი სიმღერა უკვე ტრიალებს ჩვენთან…
დიახ, ეს არის ”არხოტის დილა”, ჩაიწერა შარშან ზაზა გოჩიტაშვილთან. ტექსტის ავტორი ნანა ცინცაძეა. რაც შეეხება ჩემს მეორე სიმღერას, ჩაიწერა ცირა ბზიშვილთან. მუსიკის ავტორი თეა ჯინორიაა, ტექსტი კი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. ”მაპატიე ქალბატონო” – ასე ქვია სიმღერას. აქ არის პოეზიისა და სიმღერის სინთეზი. მუშაობის პროცესში დაიბადა ეს იდეა და ბაკურ სვანიძის ლექსი გამოვიყენეთ. არანჟირება ცირას ეკუთვნის.
რა დააშავე, რატომ ითხოვ პატიებას?
არაფერი არ დამიშავებია, ვეტრფი უბრალოებასა და თავმდაბლობას. თითოეული ქართველი ვაჟკაცი ასე უნდა ეტრფოდეს ქართველ მანდილოსანს. ქართველ მანდილოსანს ვერ შევადარებ სხვა ქვეყნის მანდილის მატარებელს.
როგორც ვიცი გასტროლებზე იმყოფებოდი…
დიახ, ახლახანს ჩამოვედი, ვიყავი საბერძნეთში, ათენში მქონდა სოლო კონცერტი, იყო პოეზიაც. ქართველმა ემიგრანტებმა გამოთქვეს სურვილი მათთან ჩავსულიყავი. ნაცნობი სიმღერების ქავერებს არ ვმღერი, ვცდილობ ახალი შევთავაზო მსმენელს. ოთხი ახალი სიმღერა შევასრულე და ჩემი პოეზია შევთავაზე მაყურებელს. ვიყავი იტალიაშიც.
პოეზიაზე გვესაუბრე…
ჩემს თავს პოეზიაში უფრო ვხედავ. ინტერნეტ სივრცეში ჩემი ლექსები პოპულარულია. ვწერ 14 წლიდან. ასამდე ლექსი მაქვს, თუმცა ჯერ კრებულის გამოცემაზე არ ვფიქრობ.
სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?
ვმუშაობ ორ ახალ სიმღერაზე, ერთი იქნება სოლო სიმღერა, მეორე კი დუეტი. ორივე მათგანი ჩაიწერება ცირა ბზიშვილთან. აგვისტოში იტალიაში წავალ ისევ, დაგეგმილია კონცერტი.
ძალიან გრძნობით კითხულობ ლექსებს და შეყვარებული ხარ?
შეყვარებული არ მყავს, თუმცა დავაანონსებ, რომ დასაოჯახებელი ვარ.
მუსიკალური განათლება გაქვს?
არა, მუსიკალური განათლება არ მაქვს, თუმცა 12 წლის განმავლობაში ვცეკვავდი.
შმაგი მეძმარიაშვილი – მაპატიეთ ქალბატონო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
შმაგი მეძმარიაშვილი – თუ გიყვარს. პოეზია
შმაგი მეძმარიაშვილი – მერე იტყვიან. პოეზია
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
