LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები amfAR-ის საქველმოქმედო საღამოზე

25 მაისს, სასტუმროში Hotel du Cap-Eden-Roc, რომელიც კანის სანაპიროზე მდებარეობს გალა-ვახშამი amfAR Gala Cannes გაიმართა. ღონისძიება ფესტივალზე ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება და ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა კანის კინოფესტივალის ფარგლებში. შემოსული თანხები მთლიანად შიდსით დაავადებულ ადამიანებს ხმარდებათ.

ფოტოგრაფების წინაშე წითელ ხალიჩაზე ცნობილი ლამაზმანები წარდგნენ. მათ შორის იყო ირინა შეიკი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოჩენით გარშემომყოფები იდეალური სხეულით აღაფრთოვანა, ბელა ჰადიდი, რომელმაც ტრადიცია არ დაარღვია და საღამოზე ნახევრად შიშველი კაბით მივიდა, ევა ლონგორია, ნიკოლ კიდმანი, ლინდსი ლოჰანი, ნიკი მინაჟი და ა.შ.