LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის კინოფესტივალის ვნებიანი წყვილი

კანის ფესტივალი დასრულდა, თუმცა მის გარშემო ვნებათაღელვა ჯერ კიდევ არ ცხრება. განსაკუთრებით აღსანიშნავი გახდა ღონისძიების ბოლოს წინა საკონკურსო დღე, როდესაც წითელ ხალიჩაზე ევა გრინი და ემანუელ სენიე გამოჩნდნენ.

ცნობილმა მსახიობებმა, რომლებიც რომან პოლანსკის პროექტში „დაფუძნებულია რეალურ ამბებზე“ მთავარ როლებს ასრულებენ, გადაწყვიტეს ფილმის ვნება წითელ ხალიჩაზე გადაეტანათ.

ფილმის ჩვენება ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში შედგა და საფუძვლად მას დელფინ დე ვიგანის ამავე სახელწოდების ფილმი დაედო.