
დათუნა მგელაძემ ახლახან პრაღაში დაასრულა კლიპის გადაღებები. ახლა საქართველოშია და კიდევ ერთ ვიდეოს იღებს. სიმღერას საკმაოდ საინტერესო ამბავი აქვს. დათუნამ ის ჩვენთან საუბარში გაამხილა.
დათუნა მგელაძე:
სიმღერა არის ბათუმზე. ადრე აქ კონცერტი მქონდა. კაფეში მღეროდა ორი გოგო, ძალიან ლამაზ სიმღერას. დავინტერესდი და აღმოჩნდა ვაჟა ტუღუშის სიმღერა. ვუთხარი მათ, რატომაც არ უნდა ჩაიწეროს ეს სიმღერა, იქნებ, ბათუმის მერია დაინტერესდეს-მეთქი. თაკო ტუღუშმა მოაგვარა საორგანიზაციო საკითხები, ჩავწერე სიმღერა და ვიღებთ კლიპს. მონაწილეობს ძალიან ლამაზი გოგონა, მსახიობი ანო ზურაშვილი და ბათუმის კოლორიტები. ვრცლად
