LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ”როლან გაროსის” მომდევნო წრეში იასპარეზებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის რიგით მეორე ”გრანდ სლემზე” წარმატებული სტარტი აიღო. ”როლან გაროსის”  პირველ წრეში ნიკოლოზმა მსოფლიოს 32-ე ჩოგანი, ჟილ სიმონი ოთხ სეტში ანგარიშით 1:6, 6:2, 6:4, 6:1 დაამარცხა. ბასილაშვილის მეტოქე  მომდევნო წრეში მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი, სერბ ვიქტორ ტროიცკი იქნება. შეხვედრა ბასილაშვილსა და ტროიცკის შორის ხვალ გაიმართება.