მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ქალაქი ლონდონია – ინოვაციური ქალაქების რეიტინგში, რომელიც მეათედ გამოქვეყნდა, სულ 500 ქალაქი შევიდა.
ანალიტიკოსები ინოვაციური ქალაქების რეიტინგს რეგულარულად ადგენენ. ისინი 1540 ქალაქს განიხილავენ 162 მაჩვენებლით, მათ შორის, არის ინფრასტრუქტურა, ინვესტიციების პერსპექტივები, კულტურული აქტივობები, განათლება და სხვა.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება: ლონდონი, ნიუ – იორკი, ტოკიო, სან ფრანცისკო, ბოსტონი, ლოს ანჟელესი, სინგაპური, ტორონტო, პარიზი და ვენა.
თბილისი ინოვაციური ქვეყნების ათეულში თითქმის ბოლო – 427 ადგილს იკავებს. მის წინ ბაქოა, ხოლო თბილისის შემდეგ რეიტინგში მაკედონიის ქალაქი სკოპიეა.
რეიტინგის ბოლო ხუთეულს კი აფრიკის ქვეყნები იკავებს.
თამთა უთურგაშვილი

