LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ქალი გარდაიცვალა.  მას ავტომანქანა დაეჯახა. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.