LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერადი ჯარედ ლეტოს ცნობა „გუჩის“ საღამოზე შეუძლებელი იყო

ჯარედ ლეტოს რომ გარეგნობაში ექსპერიმენტების კეთება უყვარს, სიახლე არავისთვის არის. ის ხან თმას იღებავს რომელიმე მკვეთრ ფერად, ხან – იპარსავს წარბს და ა.შ.

ამ დღეებში მსახიობი და მუსიკოსი Gucci-ს ჩვენებაზე გამოჩნდა. მისი ცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო – წვერი, გრძელი თმა, მზისგან დამცავი სათავლე და ფერადი ჩაცმულობა. ლეტოს ცნობა, ალბათ, ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებისთვის იქნებოდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ჯარედი Gucci Cruise 2018-ის კოლექციის ჩვენებას იტალიური ბრენდის ელჩის რანგში დაესწრო – მსახიობი და მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, ალესანდრო მიკელე „საიდუმლო პროექტზე“ მუშაობენ.