LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” შეთავაზება მიიღო

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღო შეთავაზება, თბილისის მერად იყაროს კენჭი. მისი თქმით, შეთავაზებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“სამწუხაროდ, დღეს ბევრს ვერაფერს გეტყვით. ვადასტურებ, “ნაციონალური მოძრაობისგან” მაქვს შეთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას ალბათ, უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ.

უკრაინაში მქონდა შეხვედრები პარტიის ლიდერებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან.

მე ავიღე გარკვეული დრო მოსაფიქრებლად. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს და არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, ვიქნები “ნაციონალური მოძრაობის” თუ დამოუკიდებელი კანდიდატი”, – განაცხადა  უდუმაშვილმა.