LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეპერების პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს არის დანიშნული

სააპელაციო სასამართლოში დღეს ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების პროცესი გაიმართება, მიხეილ მგალობლიშვილის სხდომა 14 საათზე, გიორგი ქებურიასი კი – 15 საათზე დაინიშნა.

პროკურატურა მზად არის, რეპერებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა ნაკლებად მძიმე ღონისძიებით შეიცვალოს.

სასამართლო დაკავებულებისთვის სავარაუდოდ, სწორედ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლაზე იმსჯელებს.

ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიას” წევრებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას ედავებიან. საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა, რადგან დაკავებულები ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკული საშუალება მათ პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს.