
10 ივნისს ფიალრმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნოდიკო ტატიშვილის სოლოპროექტი „ალქესანდრე ბასიალაია – ზღაპარი“ სიყვარული შედგა, გაიხსნა ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და მისი მეუღლის, ლუიზა კობალაძის სახელობის ვარსკვლავიც.
საღამომ ანშლაგით ჩაიარა. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო.
ღონისძიების მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობა იყო ნოდიკო ტატიშვილის თაყვანისმცემელთა, გულშემატკივართა და კონცერტის მონაწილეთა მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა დუეტსა თუ სოლოშესრულებას აზიარებდნენ საქებარი სიტყვების თანხლებით.
საღამოზე შესრულდა კომპოზიტორის მიერ შექმნილი სიმღერები, ჰიტები, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე რჩება ბევრისთვის საყვარელ კომპოზიციებად. ნოდიკო ტატიშვილმა დუეტები შეასრულა ნეკა სებისკვერაძესთან, მაკა ზამბახიძესთან, სალომე ბაკურაძესთან, თიკა მახალდიანთან და სხვებთან ერთად. ასევე სიურპრიზად დარბაზში მდჯომ ლუიზა კობალაძესთან ერთად ნოდიკომ ასევე იმღერა დუეტი, რომელსაც დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა… ვრცლად (ფოტოები)
