ფოთის წისქვილკომბინატის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ლიფტში, მატორის მოწყობილობაში დაფიქსირდა.
“რუსთავი 2”-ის კორესპონდენტის ცნობით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ელევატორში იმყოფებოდნენ და სამუშაოს ასრულებდნენ. დაშავებულები ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანებები, უმეტესად კი დამწვრობები აღენიშნებათ.
