2017 წლის აპრილსა და მაისში, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა მკვეთრად გაიზარდა.
აპრილში საქართველოს ტერიტორიაზე 26134 ევროკავშირის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო მაისში – 28536.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო – ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს.
2017 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით საქართველოს სულ 93158 ევროკავშირის მოქალაქე ეწვია.
2009 წლიდან მოყოლებული, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველწლიურად საქართველოს სულ უფრო მეტი ევროკავშირის მოქალაქე სტუმრობს.

