
ცნობილი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის საღამო რუსთავში გაიმართება. ღონისძიება გიგა ლორთქიფანიძს სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში იგეგმება.
შემოქმედებით საღამოში მამუკა ჩარკვიანთან ერთად მონაწილეობენ აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი ნადიბაიძე, ოთო კვალიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი, ლენკა ზვიადაძე, ნიკუშა ფხაკაძე და ანი სირაძე, მსახიობები: თამარ მაყაშვილი და გიორგი გურგულია.
კონცერტის ორგანიზატორები არიან რუსთავის მერია, „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“, „თავისუფალ მოაზროვნეთა კლუბი“, რუსთავის თეატრი.
