LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური კომპანია აშშ-ს პრეზიდენტის შვილს ქურდობაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილს მოუწევს სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ არაფერი მოუპარავს. ივანკა ტრამპს ფეხსაცმლის დიზაინის მოპარვაში ადანაშაულებენ. საუბარია სარჩელზე, რომლის მიხედვითაც ივანკა ტრამპის კომპანია IT Collection-მა დიზაინი სხვა კომპანიიდან გადაიღო.

საჩივარი სასამართლოში ფეხსაცმლის მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია Aquazzura-მ შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ივანკამ მათი მაღალქუსლიანი სანდლების Wild Thing-ის დიზაინი გადაიღო, რომლის ფასიც 800 დოლარს შეადგენს.

საქმეს ნიუ-იორკის სასამართლო განიხილავს, თუმცა, მოსამართლე დათანხმდა, რომ ივანკა ტრამპმა გადატვირთული გრაფიკის და მოუცლელობის გამო ჩვენება ვაშინგტონში მისცეს, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს. დაკითხვა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა შედგეს.