LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (26 ივნისი – 2 ივლისი)

მიხეილ ცაგარელის კვირის (26 ივნისი-2 ივლისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

 

* ვერძი – საკმაოდ დაძაბული და კონფლიქტური კვირაა. შემცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობა, ხშირად შეგეცვლებათ გუნება-განწყობაც. გამოჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, რადგან იძულებული გახდებით კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, პარტნიორებთან და ზოგჯერ მეგობრებთან ინტერესების დაპირისპირების ფონზე მოაგვაროთ უამრავი სხვადასხვა პრობლემა. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, არ წამოიწყოთ არაფერი ახალი და სარისკო, იმოქმედოთ ფრთხილად და გააზრებულად, რათა არ დაუშვათ შეცდომები და არ დაძაბოთ ისედაც რთული ურთიერთობა გარშემომყოფებთან.

 

* კურო – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და საერთო გუნება-განწყობა. შინაგანი სიბრძნის და გონიერების წყალობით  სწრაფად გაერკვევით სიტუაციაში და შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, ყოველთვის ვერ გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, მითუმეტეს თუ საქმე პირად ან ფინანსურ საკითხებს ეხება, რაც საგრძნობლად დაძაბავს მათთან ურთიერთობას. მიუხედავად გარკვეული უსიამოვნებებისა, საკმაოდ კარგი პერიოდია ახალი პროექტების წამოსაწყებად და საჭირო ინფორმაციის მისაღებად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

* ტყუპები – ნაკლებად აქტიური კვირაა. საგრძნობლად შემცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა. კარგი იქნება თუ ერთგვარ ტაიმ-აუტს აიღებთ, გაიაზრებთ წარსულს და გადაანალიზებთ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ზუსტად გაერკვევით საკუთარი გრძნობებში და გადააფასებთ თქვენს დამოკიდებულებას გარშემომყოფების მიმართ. მოგიწევთ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები და შეიმუშავოთ  სამოქმედო გეგმა, რათა არ დაუშვათ წარსულის შეცდომები.

 

* კიჩხიბი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია! საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური. შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, ინტუიცია კი, სწორად მოქმედებასა და თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. მთავარია თავი შეიკავოთ პარტნიორების და კოლეგების მიმართ პრეტენზიების გამოთქმისგან, რაც მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს, საპასუხო რეაქცია კი, აუცილებლად სერიოზულ პრობლემების მომტანი იქნება. გამოიჩინეთ მოთმინება, იმოქმედეთ წინდახედულად და თანამიმდევრულად, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას.

 

* ლომი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის განმავლობაში. საგრძნობლად შემცირდება  ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, შესუსტდება იმუნიტეტიც. გიღალატებთ იღბალი და მოგიწევთ უამრავი პრობლემის დაძლევა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა, რადგან გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან, არაა გამორიცხული სწორედ იმ ადამიანებმა გიღალატონ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდით, რისი მიზეზიც პირველ რიგში თქვენი არასწორი მოქმედება გახდება. გამოიჩინეთ მოთმინება, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, არ წამოიწყოთ არაფერი ახალი და სარისკო.

 

* ქალწული – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა. შეძლებთ ყველა მოქმედების სწორად გათვლას და დროული გადაწყვეტილების მიღებას, პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოპოვებას, კარიელრულ წინსვლასა და პროფესიონალურ განვითარებას. თუმცა, იძულებული გახდებით მეტი ყურადღება გამოიჩინოთ საკუთარი ფინანსების მიმართ, რადგან ამ კვირაში ხარჯი უფრ მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი, უყაირათოდ ფულის ფლანგვა კი, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.

 

* სასწორი – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად შესუსტდება ენერგოტონუსი, მოიკლებს აქტიურობაც, რადგან საკმაოდ დიდი დრო დაგეხარჯებათ დახარჯული ენერგიის აღდგენაზე. არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც, ადვილად გაღიზიანდებით, საზოგადოებაში მიღებულ წესებზე უარის თქმა და გადამეტებული პრეტენზიები გარშემომყოფთა მიმართ კი, სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს და არასასიამოვნო კონფლიქტის მიზეზიც გახდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, რათა თავიდან აიცილოთ კონფრონტაცია და არასასურველი შეცდომები.

 

* მორიელი – სერიოზული ცვლილებების კვირაა როგორც საქმიან ისე სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რადგან არაა გამორიცხული კონფლიქტი მოგივიდეთ გარშემომყოფებთან, ძველი შეცდომები და არასწორი გადაწყვეტილებები კი, ხელს შეუშლის თქვენს წინსვლასა და განვითარებას, პრობლემები გელით თუ სამოგზაუროდ აპირებთ გამგზავრებას.

 

* მშვილდოსანი – საკმაოდ დაძაბული კვირაა. იძულებული გახდებით მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ ყოველდღიურ საქმეებს, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, თუმცა ახლა ყველაზე შესაფერისი დროა განთავისუფლდეთ ყველა იმ ხელისშემშლელი ფაქტორისგან რაც თქვენს წინსვლასა და განვითარებას აფერხებდა. იმოქმედეთ ფრთხილად და თავშეკავებულად, რათა სულსწრაფობითა და ემოციონალური არასტაბილურობის ფონზე არ დაუშვათ ის მძიმე შეცდომები, რაც სერიოზულად შეარყევს თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში.

 

* თხის რქა – საკმაოდ ჰარმონიული კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. სწრაფად მონახავთ საერთო ენას საქმიან პარტნიორებთან და შეძლებთ თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, არაა გამორიცხული კონფლიქტი მოგივიდეთ სასიყვარულო პარტნიორთან. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, რათა არ დაუშვათ შეცდომები და არ დაძაბოთ ისედაც რთული ურთიერთობა.

 

* მერწყული – მეტ-ნაკლებად დაძაბული კვირაა. შემცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. გაზრდილი ხარჯების და შემცირებული შემოსავლების ფონზე იძულებული გახდებით მეტი სამუშაო შეასრულოთ და დამატებითი ვალდებულებები აიღოთ საკუთარ თავზე, რაც თქვენს სერიოზულ გაღიზიანებას გამოიწვევს. არაა გამორიცხული უნებლიედ ჩაებათ სხვათა საქმეების გარჩევაში, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს ნერვულ სისტემასა და საერთო გუნება-განწყობაზე.

 

* თევზები – საკმაოდ კარგი კვირაა შეხვედრების გასამართად და საინტერესო ინფორმაციის მისაღებად, რაც ერთგვარი სტიმული გახდება გამოავლინოთ ინდივიდუალურობა, საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი და უნარი, თუმცა, თქვენი ინტერესები ყოველთვის არ დაემთხვევა საზოგადოებაში დადგენილ წესებს და გარშემომყოფებთან დაპირისპირებასთან ერთად პარტნიორებთან ხელშეკრულების დარღვევის მიზეზიც გახდება.

 

* გეომაგნიტური დღეები – 27 და 30 ივნისი, 1 და 2 ივლისი.

26