LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ლამაზმანი რატი დურგლიშვილის ახალი კლიპიდან

რატი დურგლიშვილი სიმღერაზე „Why“ ახალ კლიპს საზოგადოებას წარუდგენს. ვიდეორგოლი დიდი ხანია, მზადაა, მაგრამ მხოლოდ ახლა იხილავს მზის სინათლეს. ის იმავე კომპანიამ გადაიღო, რომელმაც რატის პირველ ამერიკულ კლიპზე იმუშავა. ვიდეორგოლში ქართველ მომღერალთან ერთად ამერიკელი მსახიობი თამაშობს. ყველა დაინტერესდა, ვინ არის ეს ლამაზმანი. მსახიობისა და კლიპის შესახებ რატი დურგლიშვილი გვიამბობს.

რატი:

ეს კლიპი დიდი ხანია გადაღებულია. ვიდეორგოლი კალიფორნიაში ჯენსენისა და როდრიგესის კომპანიამ გადაიღო. ეს იგივე რეჟისორებია, რომლებიც ჩემს წინა კლიპზე მუშაობდნენ. გადაღებები ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა, ასევე იმ პლაჟზე, სადაც „მაშველები“ გადაიღეს. სიმღერა მილანში ჩავწერე, მელოდია მე მეკუთვნის, ტექსტი – გიორგი ლაღიძეს.

კლიპში მონაწილეობს ძალიან ლამაზი მსახიობი გოგონა აურელია შეპერსი. ის ჰოლივუდურ კომედიებსა და ფანტასტიკური ჟანრის ფილმებშია გადაღებული და დიდ მომავალ უწინასწარმეტყველებენ. ბედნიერი ვარ, რომ მან ჩემს კლიპშიც ითამაშა.

მან დიდი მოწონება დაიმსახურა ინტერნეტმომხმარებლებს შორის, რომლებმაც კლიპიდან ჯერ მხოლოდ კადრები იხილეს…

(იღიმის) მართლაც ძალიან ლამაზი გოგონაა. მასზე თავიდანვე ატყდა ამბავი, როგორც კი ფოტოები ავტვირთეთ.

კლიპის პრემიერა რატომ დაგვიანდა?

კლიპის პრემიერა „პროფილში“ შედგება და დიდი მადლობა მაია ასათიანს, რომ დრო დამითმო. სატელევიზიო პრემიერამდე მინდოდა პომპეზური პრეზენტაციის მოწყობა, მაგრამ ვერ მოვახერხე და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, პირველ რიგში, მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან, სიმღერა გამოვიტანე „ევროვიზიაზე“ და სიმღერის პრემიერა ფილარმონიის სცენაზე შედგა, ამიტომაც დიდ პრეზენტაციაზე უარი ვთქვი, თუმცა მაია ასათიანის ეთერში მას დიდი რაოდენობით მაყურებელი იხილავს.

ნინო მურღულია