გადაცემას ”რადიო დუეტი” გიორგი წერეთელი და დათუნა ქოქაშვილი ესტუმრნენ.
გიორგი: – დათუნა ”ოქროს კვარტეტის” წევრია, ის ”არ დაიდარდოში” პირველად არ არის. კვარტეტმა უკვე მეორე სიმღერა ჩაწერა, გახსოვთ ალბათ, ჩვენი პირველი სიმღერა ”საქორწინო თაიგული”. ახალი სიმღერა ცირა ბზიშვილთან მომზადდა. ასევე, ვმუშაობ სოლო სიმღერებზეც, დათუნას ჩავუწერე ახალი სიმღერა, ცარიელი ხელით ხომ არ მოვიდოდი და ერთი სიმღერა მეც ჩავწერე. როდესაც ხარ კომპოზიტორი და რაღაცას ქმნი, ყოველთვის გჭირდება ემოცია. თუკი სხვისთვის ვწერ, მაშინ მისგან მჭირდება ემოცია და უნდა დავრწმუნდე, რომ ჩემს დაწერილ სიმღერას გულით იმღერებს. დათუნამ ეს ენერგეტიკა მომცა. სხვათაშორის შენც ისე მთხოვე თაკო, რომ შენც დაგიწერ სიმღერას აუცილებლად.
ლოლა როგორ არის?
ძალიან კარგად არის, ისევ მიყვარს, ისევ ერთად ვცხოვრობთ, ისევ ოჯახი გვაქვს და მოვიკითხავ. დუეტებს რაც შეეხება, ვიმღერეთ ”ოპა-ოპა”, ”ჯან-ჯან-ჯან” გადის ასევე ეთერში.
მოგვიყევი ”ოქროს კვარტეტის” შესახებ…
ბევრი იდეა გვაქვს, რესტორანში ბევრი საავტორო საღამო იმართება. ”სამი საუკუნე” ”მეგობრული შეკრების სახლი” გახდა. ჩვენ გავაკეთეთ შოუ ”ერთი-ერთში”, სადაც პაროდიებს ვაკეთებთ.
გვყავს უკრაინიდან მოცეკვავეთა დასი. ჩვენთან გაიმართა რუსა მორჩილაძის, სტეფანეს საღამოები.
დათუნა: – უხერხულად ვარ ცოტა, როდესაც გიორგისთან მოვხვდი, ძალიან მაგარი საღამოების კეთება დავიწყეთ. აღმოვჩნდი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. მე მსახიობი ვარ. კეთდება არაჩვეულებრივი საღამოები, შოუები, ჩვენი კვარტეტის წევრია ვანო ბარნოვი, რომელიც ძალიან გვეხმარება. დიდი მადლობა გიორგის, ძალიან დიდ კომფორტს გვიქმნის.
მოგვიყევით დათუნას ახალი სიმღერის შესახებ…
დათუნა არის აკადემიური ხმის პატრონი, მღერის ქალაქურ სიმღერებს, კარგად ასრულებს ფოლკს. დათუნა ქოქაშვილი ნიჭიერესი მომღერალია. არ არსებობს ნოტი, რომ მან ვერ აიღოს, ამასთან ერთად, ტემბრში მოსდევს ის, რაც მე ძალიან მიყვარს – ”ბარხატი”. მქონდა სიმღერის მონახაზი, ”თვალჟუჟუნა გოგო” – ტენორის სამღერი იყო და ვიპოვე კიდეც ტენორი. დათუნამ ეს სიმღერა ძალიან გულიანად იმღერა. არანჟირებაში დავიდ დავიდოვი ჩაერთო, ჩაიწერა ”ფორტუნა რეკორდში”.
როგორია სამომავლო გეგმები?
სექტემბერში მე და ლოლა ნიუ იორკში ვგეგმავთ კონცერტს. იქ ძალიან გველოდებიან ხოლმე, წარმოიდგინეთ, ბოლო კონცერტი ოთხ საათამდე გაგრძელდა. რა თქმა უნდა გავემგზავრებით ისრაელში.
ახალ სიმღერაზე გვესაუბრე…
სიმღერას ”ლარისა” დავარქვი – ამდენი ლამაზი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, მიხარია ძალიან, ლოლიტა არ იეჭვიანებს ვიცი. ”ჩემო ლარისა, ლარისა, ვარდები გიყიდე 25 ლარისა” – ეს არის ცხოვრებისეული ისტორია, როდესაც მამაკაცები ვყიდულობთ ხოლმე ვარდებს და მივდივართ პაემანზე. ”არ დაიდარდოს” მენეჯერს დავურეკე და ვუთხარი, სიმღრას მინდა ”ლარისა” დავარქვა და ხომ არ იქნება ჭეშმარიტად ქართულ ტალღაზე რუსული სახელი პრობლემა თქო და გიორგიმ მითხრა რას ამბობ, დედას ქვია ლარისაო, სწორედ ამიტომ, ეს სიმღერა მინდა გიორგი მშვენიერაძის დედას მივუძღვნა, რომელსაც ლარისა ქვია.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი წერეთელი & დათუნა ქოქაშვილი – მენატრება თბილისი. Live
გიორგი წერეთელი & დათუნა ქოქაშვილი – პოპური. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
