კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი ლონდონის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის საპატიო სტუმარი გახდა, სადაც გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
სპეციალურად ამ დღისთვის, პრინცის მეუღლემ „გუჩის“ კაბა შეარჩია, რომელსაც უკვე შეარქვეს „ჟაკლინ კენედის სტილი“. კაბას ქეითმა შავი ფეხსაცმელი და ალისფერი ხელჩანთა შეურჩია.
აღსანიშნავია, რომ მიდლტონი სახვითი ხელოვნების დიდი მოყვარულია, მას ხელოვნების ისტორიაში ხარისხიც კი აქვს დაცული, ასევე მისი პატრონაჟით ფუნქციონირებს ბრიტანეთის ეროვნული გალერეა.
