LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ტყუილი” – მაია ასათიანი “იმედზე” გადასვლას არ ადასტურებს

ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მაია ასათიანი მალე “იმედის” თანამშრომელი გახდება.
ტელეწამყვანი მალევე გამოეხმაურა საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას და დაწერა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მაია აღნიშნავს:

“ეს არის ტყუილი! იქნებ ჩემთანაც გადაამოწმოთ ხოლმე, სანამ “ექსკლუზივს” გამოაცხობთ! დღეს მე რუსთავი 2-ზე ვმუშაობ!”

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2” ბოლო დროს ბევრმა სახემ დატოვა – ზალიკო უდუმაშვილი პოლიტიკაში წავიდა, ელისო ჯარიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ნატალია მახვილაძე და დიმა ობოლაძე “იმედზე”. ახლახან არხის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელები, დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია ასევე “იმედზე” გადავიდნენ.