LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი ბორანზე ავტომობილით გადახტა

კანადელმა მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ ბორანზე ავტომობილით გადამხტარიყო და ეს შეძლო კიდეც. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, 25 წლის ჩეიზ კემპბელმა სარისკო ნახტომი შუაღამეს, დახურულ პორტში შეასრულა. მთლიანობაში კი მან 13 კანონის დარღვევა მოახერხა. ჩეიზი კოლუმბიის პორტში ღამის ორ საათზე მივიდა, დაკეტილი გალავანი შეანგრია და სანამ ბორანთან მივიდოდა კიდევ რამდენიმე დაბრკოლება გადალახა.

აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედი Chevrolet Blazer-ით გადაადგილდებოდა. ნახტომის შემდეგ ავტომობილი დაიმტვრა, მამაკაცს კი სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. უფრო მეტიც, ის პორტში დაბრუნდა და იქვე მდგომი ავტომობილის გატაცებაც სცადა, თუმცა ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ის მალევე დააკავეს.