
გია სურამელაშვილი შემოქმედებითად ძალიან აქტიურია. ხშირად წერს ახალ სიმღერებს. ახლახან მისი კიდევ ერთი ახალი ნამუშევრის „ჩემო იმედო“ პრემიერა ექსკლუზიურად „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა. სიმღერის მოსმენა მხოლოდ ამ რადიოს ეთერში შეგიძლიათ.
რაც შეეხება კლიპს ამავე სიმღერაზე, ის გია ჯაჯანიძის შოუმ „სხვა რაკურსი“ გადაუღო მომღერალს და ამავე გადაცემის ეთერში შედგა მისი პირველი ჩვენება. ახლა კი ვიდეო უკვე ინტერნეტშია ხელმისაწვდომი.
კლიპს „არ დაიდარდოც“ გთავაზობთ.
