LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LG G6 mini-ს თითის ანაბეჭდის სკანერი არ ექნება

კორპორაციამ LG გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც მის ახალ სმარტფონზე, G6 mini-ზე არის საუბარი. ვიდეოში დადასტურდა ადრე გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ:

მას ექნება 5,4 დიუიმიანი Full HD ეკრანი, რაც მის წინამორბედთან შედარებით უფრო კომპაქტურს გახდის. სიახლე „ანდროიდის“ მეშვიდე ვერსიის ბაზაზე  იმუშავებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ მას 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, ხოლო ძირითადი კამერა 13 მეგაპიქსელიანი ექნება.

აქამდე არსებული ინფორმაცია თითის ანაბეჭდის სკანერის შესახებ ვიდეოჩანაწერში არ დადასტურდა, რაც საკამოდ უცნაურია, რადგან G6 mini ძვირადღირებული სმარტფონების რიცხვს განეკუთვნება.