LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა ლუკ ბესონის ახალ ფილმში საკუთარ პერსონაჟზე საუბრობს (ვიდეო)

მიმდინარე ზაფხულში კინოგაქირავებაში გამოვა ლუკ ბესონის ახალი ფილმი „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“. მთავარ როლებს მასში კარა დელევინი და დეინ დეჰაანი ასრულებენ. საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი მიიღო რიანამაც, რომელმაც ეკრანებზე მისტიური ქმნილება – ბაბლი გააცოცხლა, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში გარეგნობის შეცვლა შეუძლია.

მომღერალმა და დამწყებმა მსახიობმა „ინსტაგრამზე“ მოკლე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ის თავის პერსონაჟზე ყვება: „ის ნამდვილი შემოქმედეია, რომელსაც ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭება ასაზრდოებს“.

შეგახსენებთ, რომ მომღერლისთვის ეს მეორე სრული როლია ფილმში. აქამდე რიანას სამსახიობო ნიჭის შეფასება „ფსიქოს“ მიხედვით გადაღებული სერიალის საფინალო სეზონში „სასტუმრო ბეიტსი“ შეგეძლოთ, სადაც მან მერიონ კრეინი განასახიერა.

I can’t believe it’s already that time!!! JULY is here and that means #VALERIAN is too!!!! My first time working with film icon @lucbesson ! So grateful and I can’t wait for y’all to #MeetBUBBLE @valerianmovie hits theaters July 21 🙌🏿 🎥

A post shared by badgalriri (@badgalriri) on