სულ მალე, 10 სექტემბერს, ეთერში გამოვა НВО-ს ახალი სერიალი „ორეული“, სადაც ჯეიმს ფრანკო ერთდროულად ორ როლს ასრულებს.
სიუჟეტი 70-იან წლებში, ამერიკაში პორნოინდურსტრიის ლეგალიზაციას ეძღვნება. ფრანკო კი ტყუპ ძმებს განასახიერებს, რომლებიც მანჰეტენზე ბარის მეპატრონეები არიან. პარტნიორობას მას მეგი ჯილენჰოლი უწევს.
ქსელში გამოჩნდა სერიალის პირველი ტრეილერი, სადაც ჯეიმს ფრანკო საკუთარ თავს ესაუბრება. კონკრეტულად ვის როლს ასრულებს ჯილენჰოლი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
https://www.youtube.com/watch?v=pGomupAJBxo
