LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა გურალიას ბათუმური კონცერტის სპეციალური სტუმარი ლელა წურწუმია იქნება

Ardaidardo.Ge

29 ივლისს გელა გურალიას პირველი სოლოკონცერტი საქართველოში ბათუმში გაიმართება, კერძოდ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. გელა გურალია უფრო მეტად რუსულ შოუბიზნესში აქტიურობს. მოსკოვში ცხოვრობს და გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონაწილე პროექტისა „ხმა“, რომელიც რუსეთის ცენტრალურ არხზე გადიოდა. გელამ ამ პროექტის მეშვეობით უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა და რუსეთის ფარგლებში არაერთი გასტროლიც გამართა სხვადასხვა ქალაქის საკონცერტო დარბაზებში.

ბათუმის კონცერტისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. გელა გურალიას სოლოკონცერტის სპეციალური სტუმარი ლელა წურწუმია იქნება. ის ლელასთან ერთად რამდენიმე დუეტს შეასრულებს, მათ შორის რუსა მორჩილაძის „ძველი ვერხვებიც“ იქნება. გარდა ამისა, გელა ასევე იმღერებს კომპოზიტორ ჯუმბერ ამანათაშვილთან ერთადაც.

საქართველოში პოპულარული მომღერალი რადიო „არ დაიდარდოს“ საშუალებით გახდა, სადაც მისი რამდენიმე ნამუშევარი აქტიურად ტრიალებს. გურალია ასევე არის „ოქროს ტალღის“ ერთ-ერთი გამარჯვებული.

Ardaidardo.Ge