LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე მესამე წელია, მის და მისტერ პლანეტა ბათუმში იმართება

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ეკატერინე მგალობლიშვილი ესტუმრა.


ეკა მგალობლიშვილი ასოცირდება სამოდელო სააგენტო ”კატრინთან”…

დიახ, გვაქვს სამოდელო სააგენტო ”კატრინი”, ჩვენი პედაგოგები არიან მარკუს მეტრეველი, მაკა შალიკაშვილი, კრისტი ყიფშიძე და ა.შ. ჩვენთან მოსული ბავშვები შეისწავლიან ასევე ცეკვასა და სიმღერას. სამი წლიდან 28 წლის ჩათვლით სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს სხვადასხვა სილამაზის კონკურსისთვის ვაწყობთ კასტინგებს საქართველოში. დალი ჩიტალაძე, მანანა გოგლიჩიძე, კრისტი, მარკუსი, როგორც წესი, ჩემი ჟიურის წევრები არიან ხოლმე. უკვე მესამე წელია, სექტემბერში მის და მისტერ პლანეტა იმართება ბათუმში. ასამდე ქვეყანა გამოავლენს გამარჯვებულს ივლისის ბოლოს, ამის შემდეგ იქნება ნახევარ ფინალი, ბათუმში კი ფინალი გაიმართება.


სამ კონკურსანთან ერთად გვესტუმრე…

30 ლამაზმანს ერთად ვერ წარვადგენთ ყველგან, ამიტომ დღეს მხოლოდ სამი მონაწილეა წარმოდგენილი.


მარკუს მეტრეველს კოლექცია აქვს როგორც ვიცი…

მე და მარკუსი დიდი ხანია ვმეგობრობთ და წლების განმავლობაში ვხედავდი, რომ კარგად ხატავდა. მე, მარკუსმა და ინგა შარვაძემ გადავწყვიტეთ პატარა სახელოსნო გაგვეხსნა. სტარტი ავიღეთ, პირველი მომხმარებლებიც უკვე გვყავს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Ekaterine Mgaloblishvili


ვიდეო კოლაჟი



ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge