ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს გულისმობს იმას, რომ პარკში არსებული კომპლექსები რეაბილიტირდება და ქვეყნის წარმოსაჩენად იქნება ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება.
“ამ კუთხით უკვე გაკეთებულია ბევრი რამ, თუმცა, ვფიქრობ, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში გადაყვანით ჩვენ უფრო გავამყარებთ პარკის სტატუსსაც და, რა თქმა უნდა, ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე, იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
