LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალერინა ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის მკურნალობას ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გააგრძელებს, – ამის შესახებ  ანი მურადელის ადვოკატმა თამარ ხაჩირაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მურადელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.

ადვოკატის განცხადებით, ანი მურადელი ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობაზეა გადაყვანილი. მისივე თქმით, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის შედეგებზე და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს.
ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკლველობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი