ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი გეგმავს, რომ პაპარაცი, რომელმაც მისი თვენახევრის შვილების ფოტო გამოაქვეყნა, სათანადოდ დასაჯოს.
ფოტოები რამდენიმე დღის წინ ფრანგულ ჟურნალში Voici გამოქვეყნდა.
„დარწმუნებულები იყავით, რომ ფოტოგრაფები, სააგენტო და ჟურნალი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. ეს ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“, -განაცხადა კლუნიმ.
ფოტოები კლუნების იტალიის სახლში, კომოს ტბასთან არის გადაღებული.
