LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი დარენ არონოფსკის ახალი ფილმის თიზერში (ვიდეო)

ქსელში დარენ არონოფსკის ახალი ფილმის პირველი კადრები გამოქვეყნდა. „დედა!“ – ასე ჰქვია რეჟისორის მომდევნო ნამუშევარს, რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს: ჯენიფერ ლოურენსი, ხავიერ ბარდემი, მიშელ პფაიფერი, ედ ჰარისი და დონალ გლისონი. ფილმი ფსიქოლოგიური ტრილერია დეტექტივის ელემენტებით.

ქსელში კი პროექტის პირველი თიზერი გამოქვეყნდა, სადაც ჯენიფერ ლოურენსი ჩანს, რომელსაც უცნაური ხმები ესმის. 8 ივლისს პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოვა, თავად ფილმის პრემიერა კი სექტემბერში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნული ფილმი დაედო საფუძვლად ლოურენსისა და არონოფსკის რომანს.