კომპანია „ფეისბუქის“ ორმა ჩატ-ბოტმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ფუნქციონირებდა, საკუთარი, ადამიანებისთვის უცნობი ენა გამოიგონა.
მარკ ცუკერბერგის ჩანაფიქრით, ბოტებს ერთმანეთში ინგლისურ ენაზე უნდა ესაუბრათ, თუმცა შუა პროცესში ისინი კონტაქტის სხვა ფორმაზე გადავიდნენ. ეს ყველაფერი კი პროექტის მიზნებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ანალიზის გაკეთება შეუძლებელი გახდა. საბოლოო ჯამში, ბოტების გამორთვა გარდაუვალი გახდა.
