ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ქალიშვილისთვის, მარიამისთვის ბათუმში წასასვლელი ბილეთის ყიდვა უნდოდა, მატარებლისა და ერთ-ერთი ავიაკომპანიის ბილეთები გაყიდულია კონკრეტულ დრომდე, ამიტომაც კიდევ ერთ ქართულ ავიაკომპანიაში დარეკა და ბილეთის ღირებულებით გაკვირვებული დარჩა.
ტელეწამყვანი აღნიშნავს:
„მარიამს უნდა ბათუმში წასვლა და ვარკვევთ ბილეთებს.
- დავრეკეთ მატარებლის ბილეთებზე და ადგილი არ არის 6 აგვისტომდე, რაც ნამდვილად კარგია <3

- გავიგეთ, რომ „ვანილა სქაი“ დაფრინავს, ერთი გზა 90 ლარი. დავრეკეთ და ადგილები არ არის. 🙂
უკვე ავნერვიულდით :)) და გაიხსნა კიდევ ერთი გზა, „აირზენა“. ადგილებიც არისო, მითხრეს. ვრეკავ და ვეკითხები:
– ფასი?
– 260 ლარი, ერთი გზაო დააყოლა:)
მეც არ გამიკვირდ,ა ადგილები რატომ იყო?!:) მილანში გავფრინდი ქუთაისიდან, დაახლოებით ამ ფასში.
ბედნიერი ფრენა ყველას:) რა ფასის ბილეთიც არ უნდა გქონდეთ ნაყიდი“.
