LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუნხენში საქართველოს საკონსულო წარმომადგენელი ეყოლება

1 სექტემბრიდან გერმანიის ორ მიწაზე – ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს კონსული მოემსახურება. კონსულად ზაქარია მეგრელიშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,  სადაც ნათქვამია, რომ საკონსულო წარმომადგენელი ქალაქ მიუნხენში, საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით მოქმედ საკონსულო დაწესებულებაში განთავსდება და ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ თანამოქალაქეებს გაუწევს საკონსულო მომსახურებას.

”აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო უწყებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო,”  – აცხადებენ სამინისტროში.

ახლად დანიშნული კონსული, ზაქარია მეგრელიშვილი, საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ, პირადად გააცნო საქართველოს საპატიო კონსულს, კლაუს ჰიპსა და მიუნხენში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს, ლერი დათაშვილს.