LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ იმის შესახებ, თუ რომელი საბუთის საფუძველზე შევიდა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ იმის შესახებ, თუ რომელი საბუთის საფუძველზე შევიდა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე.

პოლონეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება. სააკაშვილმა ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, სააკაშვილი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის. პოლონეთში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.