მადრიდის „რეალმა“ გუშინ ევროპის სუპერთასი მოიგო. შეხვედრა სკოპიეში ჩატარდა. არადა, იყო დრო დიდ გუნდებს პატარა ქალაქებში ვერ ნახავდით. დრო შეიცვალა.
მონაკოდან გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.
უეფას სუპერთასი კალენდარში 1972 წელს გაჩნდა. 1999 წლამდე მის მოსაპოვებლად ჩემპიონთა ლიგის და თასების თასის გამარჯვებული თამაშობდნენ, შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის/ევროპის ლიგის მოგებულები.
1998 წლამდე სუპერთასი ორი მატჩისგან შედგებოდა. შემდეგ ფორმატი შეიცვალა და ერთი ფინალი ყოველთვის მონაკოში ტარდებოდა.
1999 წლის ფოტო: „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლაციოსთან“ შეხვედრისთვის ემზადება (იტალიელებმა 1:0 მოიგეს).
ამ ფორმატმა 15 წელი გაძლო. ბოლო სუპერთასი მონაკოში 2012 წელს გაიმართა. „ატლეტიკომ“ „ჩელსი“ 4:1 გაანადგურა.
2013 წელს სუპერთასი პრაღაში ჩატარდა, 2014-ში – კარდიფში. 2015 წელს „ბარსელონა“ და „სევილია“ სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდნენ.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გიჟური მატჩი შედგა – „ბარსამ“ დამადებით დროში 5:4 მოიგო.
2016 წელს „რეალი“ და „სევილია“ ნორვეგიულ ტრონჰეიმში გაფრინდნენ.
სტადიონი „ლერკენდალი“, რომელზეც „რუსენბორგი“ თამაშობს, 21166 მაყურებელს იტევს.
„რეალმა“ დამატებით დროში 3:2 მოიგო.













