კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ სატელეფონო ნოტიფიკაციების გამორთვა, მცირე დროით მაინც, ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს.
იდეის ორგანიზატორები შეეცადნენ ეპოვათ 30 ადამიანი, რომლებიც ერთი კვირის მანძილზე გამორთავდნენ სმარტფონებიდან ნოტიფიკაციების ეკრანზე ამოსვლის ფუნქციას, მაგრამ ამ შეთავაზებაზე ვერავინ დაითანხმეს. საბოლოო მოლაპარაკების შემდეგად ეს მოთხოვნა მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში შესრულდა.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები გაცილებით პროდუქტიულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც ნოტიფიკაციების გამორთვაზე საერთოდ უარი თქვა. ამასთან, მონაწილეების განცხადებით, მათ მოეწონათ ექსპერიმენტი.
საბოლოოდ დადგინდა, რომ ნოტიფიკაციების გათიშვა ფსიქოლოგიურად უფრო მომგებიანია ადამიანისთვის, რადგან მათი დასკვნით, ჯიბეში ჩადებული სმარტფონის ვიბრაცია ტვინზე სტრესულად მოქმედებს.
