ჟურნალმა ”ფორბსმა” თანამედროვეობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეის ვინაობა გაამხილა. რეიტინგის სათავეში შოტლანდიელი კელვინ ჰარისი მოხვდა, რომლის წლიურმა შემოსავალმა 39 მილიონი დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზე მისი ჰოლანდიელი კოლეგა დიჯეი ტიესტო იმყოფება, რომლის შემოსავალმაც 39 მილიონ დოლარამდე შეადგინა, მესამე ადგილზე გასულმა დუეტმა The Chainsmokers-მა კი 38 მილიონის გამომუშავება შეძლო.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ: Skrillex (30 მლნ.), სტივ აოკი (29,5 მლნ.), დევიდ გეტა (25 მლნ.), მარტინ გარიქსი (19,5 მლნ.) და ა.შ.
