ამერიკის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიურომ iPod nano-ს კორპუსის მსგავსი iPhone nano დააპატენტა.
განაცხადი 2007 წელს შევიდა და მხოლოდ ახლა დამტკიცდა. დოკუმენტში მოწყობილობის სექმატური გამოსახულება და დევაისის შესახებ მცირე ინფორმაციაა ნაჩვენები. ამას გარდა, მასში საუბარია 3D Touch ტექნოლოგიაზე, რომელიც iPhone 6s-ში 2016 წელს გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს Apple-მა iPod nano-სა და iPod shuffle-ს წარმოება შეაჩერა. მათ ნაცვლად კომპანია iPod touch-ის გამოშვებას განაგრძობს, როპმლებიც ხელმისაწვდომი 32 და 128 გიგაბაიტიანი მეხსიერებით იქნება და 199 და 299 დოლარი ეღირება.
