
რაჭაში, სოფელ ჭყვიშში, 19 აგვისტოს, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი: „არტრა -2017 – „სხვა მომავალი“ გაიხსნება.
გახსნაზე რამდენიმე ღონისძიება იგეგმება:
ფესტივალის პროცესში ჩატარებული ვორკშოფების დროს შექმნილი ნამუშევრების გამოფენა;
სოფელში შეგროვებული ძველი ნივთების ბაზრობა;
რაჭის ბავშვთა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
პროექტი „შაორის კოლაიდერი“;
„დაუდასტურებელი ფაქტების ინსტიტუტის“ პრეზენტაცია.
ფესტივალი „არტრა“ მესამე წელია ტარდება. ფესტივალის ფარგლებში რეგიონის სხვადასხვა მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი ქართველი და უცხოელი ხელოვანების გამოფენებს ეთმობა.
