LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე, კონცერტი

 

Ardaidardo.Ge

24 აგვისტოს მოსკოვში, „კრასნაია პრესნიას“ პარკში გაიმართება ნინო ქათამაძისა და Insight-ის კონცერტი – HAPPY BIRTHDAY.

 

როგორც რუსები წერენ, მშვენიერი ნინო თავის დაბადების დღეს მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს შორის აღნიშნავს.

 

საღამოზე იქნება ბევრი მუსიკა, სილამაზე, ღიმილი და მოხდება სიყვარულის გაცვლა მუსიკოსებს, ორკესტრსა და კონცერტზე მისულ თითოეულ ადამიანს შორის – ნათქვამია წინასაკონცერტო ანონსში.

 

რუსებმა სოციალურ ქსელში კონცერტზე დასასწრები ბილეთებიც კი გაათამაშეს.

 

 

შეგახსენებთ, ნინო ქათამაძეს დაბადების დღე 21 აგვისტოს ქონდა და ის შეკვეთილში მდებარე შავი ზღვის არენაზე დიდი კონცერტით აღნიშნა.