შავი ზღვის კურორტ ურეკში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ადგილობრივი მოსახლეობის ინფრასტრუქტურა და ავტომანქანა დააზიანა. დაშავებულები არ არიან.
როგორც „ფორტუნას“ ურეკში გამგებლის წარმომადგენელმა, დავით რობაქიძემ, განუცხადა, დაბაში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია, მოსახლეობას აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდებაც.
„ ძლიერი ქარი და წვიმა, დაახლოებით, 15 წუთი გრძელდებოდა. წაიქცა 7 ხე, რამაც ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ქარმა 4 სახლს სახურავი გადახადა. ამ ეტაპზე მოსახლეობასთან ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს და გამგეობა ოჯახებს მაქსიმალურად დაეხმარეაბა, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდებაც,“ – განაცხადა დავით რობაქიძემ .
ურეკსა და შეკვეთილში უამინდობა დღესაც გრძელდება.
