LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ოქრო ჩემთან: გერმანიამ საგანძურის დაბრუნება დაიწყო

საფრანგეთმა გერმანიას ოქრო დაუბრუნა. ბუნდესბანკის ინფორმაციით, გერმანიამ საერთაშორისო საცავებში შენახული საგანძურის დაბრუნება დაიწყო და საფრანგეთმა მათ 1710 ტონა ოქრო უკვე გადაუგზავნა. გერმანელი ექსპერტის კარლ-ლუდვიგ ტილეს ინფორმაციით, ოქროს რეპატრიაცია დადგენილ ვადებზე უფრო ადრე დასრულდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგანძურის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დიდ ბრიტანეთსა და შტატებში რჩება. უფრო ზუსტად კი ნიუ-იორკში – 1236 ტონა ოქრო ინახება, ხოლო ლონდონში – 432 ტონა. მთლიანობაში კი გერმანული ოქროს მარაგი 3378 ტონას აჭარბებს. გერმანიამ რეზერვების დაბრუნების პროგრამა 2013 წელს წამოიწყო და გერმანელთა მარაგის ოდენობა ამერიკელების შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.