LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

39 ათასი აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 ათასზე მეტი გახდა 

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს.

„წელს თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს გარკვეული რაოდენობა გამოეთიშა. ეს ის აბიტურიენტები არიან, რომლებმაც გამოსაშვებ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს. კონკურში, საერთო ჯამში, მონაწილეობა 39 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო,“ – აღნიშნა მიმინოშვილმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე 100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება – 1457-მა, 50%-იანი დაფინანსება – 4081 სტუდენტმა, ხოლო ე.წ. უფასო ფაკულტეტზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა.