„დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი, 2019 წლის 30 აგვისტოს თანამდებობას დატოვებს,“ – ამის შესახებ გამოცემა Mirror ერთერთ პარლამენტარზე დაყრდნობით წერს.
„როგორც ჩანს, მომავალი არჩევნებისთვის ის ჩვენი პარტიის ლიდერი აღარ იქნება და 2019 წლის სექტემბრისთვის გადადგება“, – განაცხადა ერთ-ერთმა კონსერვატორმა დეპუტატმა.
გამოცემის ინფორმაციით, პარტიის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 2019 წლის ზაფხულში გაიმართება. მათივე ცნობით, პრემიერი პარტიის წევრებთან არაფორმალურ შეხვედრებს მართავს მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რათა გამორიცხოს შიდაპარტიული ბრძოლა ხელისუფლებისთვის ამ პერიოდის განმავლობაში.
