LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამეფო კარის თამაშების” მსახიობების მიერ შესრულებულ ჰიტს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

“სამეფო კარის თამაშების” მსახიობები საკმაოდ მეგობრული კოლექტივია და როგორც ჩანს, საკმაოდ მუსიკალურიც. ცოტა ხნის წინ ნორვეგიელმა მსახიობმა ქრისტოფერ ჰივიუმ,რომელიც სერიალში თავისუფალი ხალხის ლიდერის, ტორმუნდის როლს ასრულებს, საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა ვიდეო – Brotherhood without banjos, რომელშიც იგი იან გლენთან (სერ ჯორაჰ მორმონტი), რიჩარდ დორმერთან (ბერიკ დონდარიონი) და რორი მაკკენთან (სანდორ კლიგანი / “ქოფაკი”) ერთად ტომ ვეითსის ‘I Hope That I Don’t Fall In Love With You’-ს ასრულებს.

როგორც ჩანს ტორმუნდი, ბერიკი, სერ ჯორაჰი და ქოფაკი არა მხოლოდ ბრძოლაში დახელოვნებული ხალხია, არამედ საუკეთესო მუსიკოსებიც ვესტეროსის მასშტაბით.

BROTHERHOOD WITHOUT BANJOS This is our latest hit “Anthem over season seven end”. On Guitar #iainglen ! On the ukulele #richarddormer, and choir Mr. #rorymccann and myself! Our new album is called: “What will fate bring us???” #brotherhoodwithoutbanjos #throwbackthuresday #got7 #behindthescenes #tomwaits

A post shared by Kristofer Hivju (@khivju) on