სამცხე-ჯავახეთში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 38 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მხილებულების ავტომანქანებიდან, ახალქალაქში – უსაბუთო ხის მასალა, ბორჯომში – უკანონოდ გაჩეხილი ნაძვის ჯიშის მორები, ახალციხესა და ბორჯომში კი, ადგილობრივების კუთვნილი სახერხი საამქროებიდან, უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორები ამოიღეს. შესაბამისი ექსპერტიზები უკვე დანიშნულია .
გამოძიება საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს.
