LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა უილიამსს ქალიშვილი შეეძინა

ცნობილი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი და მისი საქმრო, ბიზნესმენი ალექსის ოჰანიანი მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი 1 სექტემბერს დაიბადა.

ორივე მათგანისთვის ეს პირველი შვილია. ცნობილია, რომ ოჰანიანი პატარას დაბადების მომენტიდან დეკრეტული შვებულებით ისარგებლებს, რაც შეეხება სერენას, სპორტში ის მომავალი წლიდან დაბრუნდება.