LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი ჯოკერი, შესაძლოა, ლეონარდო დიკაპრიო იყოს

The Hollywood Reporter-ის ცნობით, სტუდია Warner Bros.-ის მომდევნო პროექტი ჯოკერის შესახებ შესაძლოა ა კლასის ვარსკვლავებით დაკომპლექტდეს. კერძოდ კი, მარტინ სკორსეზეს მიერ პროდიუსირებული ფილმის მთავარ როლში, შესაძლოა, ლეონარდო დიკაპრიო ვიხილოთ.

იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის კოლაბორაცია პირველი არ იქნება. აქამდე მათ ფილმებში – „ავიატორი“, “უოლ-სტრიტის მგელი“, „ნიუ-იორკის ბანდები“, „შეშლილთა კუნძული“ ითანამშრომლეს.